• თბილისი
  • 12°C
  • 23 თებერვალი, 2020
article

ჯგუფი “პანდა” საზოგადოებას ვიდეომიმართვით პასუხობს

მუსიკალური ჯგუფი “პანდა”, რომელიც რამდენიმე დღის წინ მართველი ხელისუფლების და ანტიდასავლური ორიენტაციის ტროლ ანგარიშებთან კავშირში დაადანაშაულეს, საზოგადოებას ვიდეომიმართვით პასუხობს.

“პანდას” წევრის თქმით, ჯგუფის წევრების შესახებ გამოქვეყნებული პირადი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ის მედიასაშუალებებმა გადაუმოწმებლად გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიში) გააუქმა, რომელიც საქართველოს მმართველ ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული, - ამის შესახებ კვლევა ორგანიზაცია DFRLab-მა ჩაატარა. 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ანტიდასავლურ და პროსახელისუფლებო ტროლების მართვაში ქართულ ინტერნეტსივრცეში ცნობილი მუსიკალური ჯგუფი “პანდაც” იყო ჩართული, რომელიც შემდეგ სარეკლამო სააგენტოდ გადაკეთდა.


თეგები :