• თბილისი
  • 12°C
  • 23 თებერვალი, 2020
article

საქართველოში თბილი და უნალექო ტემპერატურა უახლოეს მომავალშიც შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 23-24 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 25-26 დეკემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა, საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექების რაოდენობა, საშუალო მრავალწლიური რაოდენობის ფარგლებშია მოსალოდნელი.


თეგები :