• თბილისი
  • 12°C
  • 23 თებერვალი, 2020
article

ცოტნე გამსახურდიას ოჯახმა უცხოელი ექიმი მოიწვია

უკვე მეოთხე დღეა, პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ ოჯახმა  უცხოელი ექიმი ჩამოიყვანა, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, თუმცა რაიმე ტიპის ჩარევა დაგეგმილი არ არის.

"არის მართვით სუნთქვაზე, უგრძელდება სამკურნალო-დაცვითი ნარკოზი. უტარდება მკურნალობა დანიშნულების მიხედვით... კლინიკური სიტუაციის მართვა ამ კლინიკაში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების სრულ შესაბამისობაში. ამიტომ ამ ეტაპზე მე არ ვთვლი, რომ ავადმყოფის ტრანსპორტირება საჭიროა,", - აცხადებს ექიმი ზურაბ გურული.


თეგები :