• თბილისი
  • 15°C
  • 19 თებერვალი, 2020
article

ვინ იყო 26 წლის გოგო, რომელიც დღეს, სურამში, ყოფილმა ქმარმა მოკლა?

სურამში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მოკლული 26 წლის გოგონა, ბეტა ნაჭყებიაა. მას სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში, ნაჯახით აქვს მიყენებული. ბეტა ნაჭყებია და მისი ქმარი, ლევან ლომიძე ერთმანეთს ოფიციალურად ორი წლის წინ დაშორდნენ.

მკვლელობის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობა სახელდება. ლომიძის დედა კი აცხადებს, რომ ყოფილ ცოლ-ქმარს უთანხმოება ბავშვის თაობაზე ჰქონდათ. მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედის თქმით, ყოფილი რძალი მის შვილს ბავშვს არ აჩვენებდა.

მომხდარს შსს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს, თუმცა დამნაშავე ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.


თეგები :