• თბილისი
  • 15°C
  • 19 თებერვალი, 2020
article

დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელსაც 5 450 კუ, სარფის საბაჟოზე, საქართველოდან თურქეთში არალეგალურად გადაჰყავდა

სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს,  რომელსაც თურქეთში საქართველოდან 5 450 წყლის კუ არალეგალურად გადაჰყავდა.

მოქალაქეს წყლის კუები მსუბუქი ავტომობილის კარებში ჰყავდა დამალული.

ავტომანქანაში დამალული კუები თურქმა მესაზღვრეებმა სპეციალური სკანერით აღმოაჩინეს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როგორ გაიარა ავტომანქანამ შემოწმება საბაჟოზე ისე, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა კონტრაბანდული ტვირთი ვერ შენიშნეს.

 

 


თეგები :