• თბილისი
  • 15°C
  • 19 თებერვალი, 2020
article

ივანიშვილის გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში ხეები ხმება - რა შედეგი მოჰყვა ოლიგარქის აკვიატებას? (ფოტოები)

ბიძინა ივანიშვილის გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში ხეები ხმება.

ნატანებში, ბობოყვათში, ჩაქვში, ციხისძირში, ბუკნარში, მწვანე კონცხზე, მახინჯაურში ივანიშვილის აკვიატების კვალს ბუნების გასანადგურებლად, ყველგან შეხვდებით...  ის გიგანტური ხეები კი, რომელთა საკუთარ პარკში წასაღებად ოლიგარქმა უნიკალური ლადშაფტი გაანადგურა, ინფრასტრუქტურა დააზიანა და მშიერი ბავშვებით და მოხუცებით სავსე, ეკონომიკურად ნულზე დასულ ქვეყანაში მილიონები გადაყარა, სიკვდილის პირასაა.

აკვიატებული ჰობის გამართლებას, მილიარდერი და მისი გარემოცვა იმით ცდილობდა, რომ ხალხს ატყუებდნენ, პარკი ყველასათვის იქნებაო, თუმცა, დღეს იქ "უბრალო" ადამიანი ფეხსაც კი ვერ დაადგამს.

ხეების ხმობის პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ივანიშვილი და მისი რეპერი ვაჟი ბერაც ირწმუნებიან, რომ ბუნება ძალიან უყვართ და მის გადასარჩენად თავს და ფულს არ ზოგავენ, თუმცა, ბრაზილიის და ავსტრალიის ტყეებზე მოფიქრალმა ოლიგარქის ოჯახმა მთელი ამ ვანდალური ქმედებით, ფაქტობრივად, რეგიონის ლადშაფტი შეიწირა და სანაცვლოდ, საკუთარი პარკის გაშენებაც კი ვერ შეძლო...


თეგები :