• თბილისი
  • 26°C
  • 24 სექტემბერი, 2020
article

ქართველი მორაგბე საფრანგეთში ავტოავარიას ემსხვერპლა

ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

როგორც იტყობინებიან, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 28 წლის ბექა ბურდიაშვილი ავტომობილს თავად მართავდა, რა დროსაც მან საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

სპორტსმენი სპორტულ კლუბ "გროლეტუაში" თამაშობდა. სპორტსმენის გარდაცვალების გამო კლუბმა დღეს დაგეგმილი მატჩი გადადო.


თეგები :