• თბილისი
  • 15°C
  • 19 თებერვალი, 2020
article

New York Times-მა "ჩემი ბედნიერი ოჯახი" 50 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა

გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times "ნეტფლიქსის" 50 საუკეთესო ფილმის სიას აქვეყნებს, რომელთა შორისაც ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" მოხვდა.

"ჩემი ბედნიერი ოჯახი" ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

ფილმის საერთაშორისო პრემიერა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.

მას შემდეგ "ჩემი ბედნიერი ოჯახი" არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.

ფილმის დისტრიბუციის უფლება Netflix-მა შეიძინა.


თეგები :