• თბილისი
  • 19°C
  • 30 სექტემბერი, 2020
article

აქციის მონაწილეებმა თბილისის საკრებულოსთან ნაგვის ურნა მიიტანეს

თბილისის საკრებულოს შენობასთან დაძაბული ვითარებაა. ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალესა" და "გაბედეს" წევრები. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დაისაჯონ ის დეპუტატები, რომლებიც საკრებულოს წევრს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საუბარია საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებზე - ავთანდილ ცინცაძეზე, ალექსანდრე ხუჯაძესა და თარაშ შურღაიაზე.

სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს შენობასთან ნაგვის ყუთი მიიტანეს.

სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს არ აძლევენ საშუალებას, რომ ნაგვის ურნა საკრებულოს შენობის ცენტრალურ შესასვლელთან განათავსონ. აქციაზე ისმის შეძახილები "მონებო".

საკრებულოს შენობასთან იმყოფებოდა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი და ზაალ უდუმაშვილი, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა შენობაში არ შეუშვეს.


თეგები :