• თბილისი
  • 26°C
  • 24 სექტემბერი, 2020
article

"თბილისის საკრებულო გადაქცეულია დამნაშავეების შტაბბინად"

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ მათი საკრებულოს შენობაში არშეშვება "ქართულ ოცნებაში" არსებულ შიშს უკავშირდება. 

"საკრებულოს შენობა არის ალყაში მოქცეული. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ეშინიათ. საკრებულო გადაქცეულია დამნაშავეების შტაბბინად. არიან აგონიაში, არ აქვთ არგუმენტები და ხალხის მიერ ზეწოლას ვერ უმკლავდებიან. ქართველი ხალხი მათ მალე დაამთავრებთ", - აღნიშნა ნადირაშვილმა. 

თბილისის საკრებულოსთან სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ორგანიზებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ისინი ხაბეიშვილის საქმის სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. აქტივისტები ფიქრობენ, რომ ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას მათ არ მისცეს. 


თეგები :