• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

ვინ არის გუდაურში მოკლული ახალგაზრდა კაცი და რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი?

გუდაურში მოკლული ახალგაზრდა კაცი 28 წლის თამაზ გორთამაშვილია.

მამაკაცი ერთ-ერთ ღამის კლუბში ბარმენად მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ სიტყვიერი და ხელჩართული დაპირისპირება უძღოდა, რასაც შემდგომ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოყვა.

მოკლულის ახლობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. როგორც ისინი აცხადებენ თამაზ გორთამაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ახალგაზრდა გუდაურში ზამთრის სეზონზე ადიოდა და ბარმენობასთან ერთად, სნოუბორდის ინსტრუქტორადაც მუშაობდა.

შსს-მ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავა. გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები :