• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

"როცა 5 ადამიანი ასე გამეტებით გირტყამს და შენ იარაღს ამოიღებ და თავს დაიცავ, ეს განზრახ მკვლელობა კი არა აუცილებელი მოგერიებაა"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში იმ ვიდეოკადრებს აქვეყნებს, რომელიც "მთავარმა" ექსკლუზიურად გაავრცელა. ამ კადრებში გუდაურში მომხდარი შემთხვევაა ასახული. სააკაშვილი წერს:

"უკაცრავად, მაგრამ როცა 5 ადამიანი ასე გამეტებით გირტყავს და შენ იარაღს ამოიღებ და თავს დაიცავ, ეს განზრახ მკვლელობა კი არა აუცილებელი მოგერიებაა-თუ მე რაღაც არასწორად გავიგე? და პოლიცია გუდაურში საერთოდ გაუქმებულია," - წერს ყოფილი პრეზიდენტი.

გუდაურში გუშინ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. მკვლელობას წინ ჩხუბი უძღოდა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.


თეგები :