• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

"ინფექციურ საავადმყოფოში კორეელი მამაკაცია მოთავსებული, რომელსაც შესაძლოა კორონავირუსი ჰქონდეს"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამჟამად ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფექციის შესაძლო შემთხვევით მხოლოდ ერთი პაციენტი იმყოფება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობაც ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

''ამჟამად ინფექციური პათოლოგიის ცენტრში იმყოფება ერთი პაციენტი ახალი კორონავირუსით ინფექციის შესაძლო შემთხვევით. ის არის ეროვნებით კორეელი, 55 წლის მამაკაცი, რომელიც ჩამოვიდა კორეიდან თბილისში.

სამშაბათს საღამოს ის იმყოფებოდა ხაშურში, სადაც თავი იგრძნო შეუძლოდ, ჰქონდა მაღალი სიცხე და ტემპერატურის მატება. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ტემპერატურა და არც რაიმე მნიშვნელოვანი კლინიკური ცვლილება არ აღენიშნება. წუხელ ღამით გაუკეთდა რენდგენოლოგიური გამოკვლევა და არ აქვს ფილტვების ანთება. ამ დილით აუღეს ზემო სასუნთქი გზებიდან მასალა ახალი კორონავირუსის ინფექციის ტესტზე და პასუხი იქნება რამდენიმე საათში,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები :