• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

პენტაგონი კიბერთავდასხმაზე: საქართველოსა და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი პირობას დებს, რომ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და რუსეთს ქვეყანაში მავნე ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კარლა გლისონმა ამერიკის ხმასთან განაცხადა.

"ჩვენ საქართველოსა და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას რათა მან საკუთარი უსაფრთხოება და გამძლეობა გააძლიეროს", - განაცხადა მან.

როგორც ამერიკის ხმა წერს, პენტაგონი აცხადებს, რომ ეს თავდასხმა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უთხრის ძირს რუსეთის მავნე ქმედებები საფრთხეს გამჭვირვალობასა და სტაბილურობას და ასუსტებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გაირკვა, რომ კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

2019 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაიჰაკა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები გახდა.


თეგები :