• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

ავარია ბობოყვათთან - დაღუპულია ერთი ადამიანი

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. იუწყება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ერთი პირი დაიღუპული დახვდათ, ორი დაშავებული კი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

გარდაცვლილი სოფელ ბობოყვათის მკვიდრი, დაახლოებით 58 წლამდე მამაკაცია.  მოქალაქეები ამბობენ, რომ მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.  გარდაცვლილი და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების  ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ერთ შემთხვევაში მუხლი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, მეორე შემთხვევაში კი ჯანმრთელობის დაზიანებას.


თეგები :