• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

ანა დოლიძე: ვანო მერაბიშვილის ფიგურა გვაბრუნებს წარსულში... მმართველი პარტია დგება ძალიან სასარგებლო სიტუაციაში, ვინაიდან მას ოპონენტად უჩნდება ძალადობასთან ასოცირებული ჯგუფი

ანა დოლიძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ ველზე ვანო მერაბიშვილის გამოჩენით ხელისუფლება სასარგებლო სიტუაციაში დგება, რადგან მათ ოპონენტად უჩნდებათ ფიგურა, რომელიც ძალადობასთანაა ასოცირებული:

"მერაბიშვილის ფიგურა ფაქტია, რომ გვაბრუნებს წარსულში და კიდევ ერთხელ ყოფს საზოგადოებას. მმართველი პარტია დგება ძალიან სასარგებლო სიტუაციაში, ვინაიდან მას ოპონენტად უჩნდება კიდევ ერთხელ ჯგუფი და ადამიანები, რომლებიც ასოცირებული არიან ლიკვიდაციასთან, ძალადობასა და ჩაგვრასთან, მაშინ როდესაც ხალხის უმეტესობას შუაში აინტერესებს სიმშვიდე, განვითარება, საქმე და კეთილდღეობა და იმ წვალების წლებში გახედვა არ სურს," - განაცხადა ანა დოლიძემ.


თეგები :