• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

ელისო კილაძე მარიამ კუბლაშვილზე: საკუთარი კლიენტის წინააღმდეგ ადვოკატი ჩვენებას აძლევდეს, პირველად ვნახე

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა მალხაზ მაჩალიკაშვილს იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ. 

"საჯაროდ ვაცხადებ, რომ ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა და აქეზებს მალხაზ მაჩალიკაშვილს იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ. მივმართავ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დამკითხოს აღნიშნულთან დაკავშირებით“,- წერს მარიამ კუბლაშვილი.

ელისო კილაძე მარიამ კუბლაშვილის ინორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ადვოკატს ჩვენების მიცემისკენ მოუწოდებს.

"შეტანილი მაქვს საჩივარი, განცხადებების კეთებას მივიდეს და ჩვენება მისცეს! საკუთარი კლიენტის წინააღმდეგ ადვოკატი ჩვენებას აძლევდეს, პირველად ვნახე“, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი.

„ის არის სუს-ის მიერ გადაბირებული, სტაჟიანი აგენტი. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში გია ლორთქიფანიძემ შექმნა მისი კარიერა, როგორც იურისტის. დიახ, ჩვენ ვეძებთ მის დიპლომებს იმიტომ, რომ მის ბიოგრაფიაში არის რამდენიმე საეჭვო მომენტი, მათ შორის შესაძლებელია ეს იყოს ყალბი დიპლომები და ასე შემდეგ. 

მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ჩემი შეხვედრა იყო მხოლოდ ერთხელ და მაჩალიკაშვილმა გუშინ ღიად დაწერა სოციალურ ქსელში, რომ მე მალხაზ მაჩალიკაშვილთან, სოსო გოგაშვილის შესახებ საუბარი არ მქონია. თქვენ რა გგონიათ რაში მჭირდება მაჩალიკაშვილის წაქეზება სოსო გოგაშვილზე?“, - განაცხადა ელისო კილაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.


თეგები :