• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

მიხეილ სააკაშვილი: სპარსული ახალი წლისთვის, 40-50 ათასი ირანელი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. ამის დაშვება კატეგორიულად გამორიცხულია... თუ მეთანხმებით, გაავრცელეთ!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ამ წერილს და ვიდეოს ავრცელებს:

"ირანიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე.

მალე მოდის სპარსული ახალი წელი, ნოვრუზი და ტრადიციისამებრ მინიმუმ 40-50 ათასი ირანელი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. ამ ახალი ვირუსის

სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებით ირანში, ამის დაშვება კატეგორიულად გამორიცხულია.

მთავრობამ უნდა დაკეტოს ირანიდან ავიამიმოსვლა და ირანის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში.

ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიდი ეპიდემიის ასაცილებლად! თუ მეთანხმებით, გაავრცელეთ!" - წერს სააკაშვილი.

ნახეთ ვიდეო:


თეგები :