• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

ამ 33 წლის ქობულეთელმა პედაგოგმა, საკუთარი სიცოცხლის ფასად, 10 ბავშვი გადაარჩინა

33 წლის ქობულეთელმა პედაგოგმა მარიამ კონცელიძემ მინიმუმ ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა. სწორედ მისი სახელობის მემორიალს მოაწყობენ ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელ ციხისძირში.

მარიამი საბავშვო ბაღის მასწავლებელი იყო. ის გასულ წელს, 5 აპრილს დაიღუპა.

"დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის, როცა ბაღიდან ბავშვების გაყვანის დრო იყო, მარიამს ბავშვების ერთი ჯგუფი გამოჰყავდა ბაღიდან, დაახლოებით 10-12 ბავშვი. ბაღს ემსახურება ტრანსპორტი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავს. ერთი ჯგუფი გასული იყო და ეს მეორე იყო დარჩენილი. ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა თავისი მიკროავტობუსი გააჩერა სკოლასთან აღმართში (სკოლა და ბაღი გვერდიგვერდაა). რაღაც მომენტში ეს მანქანა დაგორდა და წამოვიდა ბაღის მიმართულებით. მძღოლი გადმოსული იყო მანქანიდან და თავადაც შეეცადა გაჩერებას (დაუწვა მანქანას – მასაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი), თუმცა ვერ გააჩერა. მარიამმა ეს სიტუაცია როცა დაინახა, ბავშვების გადარჩენის მიზნით მათი იმ ადგილიდან განრიდება დაიწყო. მანქანა დაეჯახა ბაღის ჭიშკარს, ეს რკინის ჭიშკარი მოწყდა და დაეცა მასწავლებელს. ამ შემთხვევიდან დაახლოებით 2 კვირაში ის გარდაიცვალა“, -  ყვება ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ია ხალვაში.

მარიამს მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

 


თეგები :