• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

თამარ ჩერგოლეიშვილი: კორონავირუსმა ყველა ქვეყანაში რომ იფეთქოს, სულ უნდა ჩავიკეტოთ?

თამარ ჩერგოლეიშვილი კორონოვირუსის საფრთხის გამო საქართველოს საზღვრის ჩაკეტვას ჩინეთთან და ირანთან, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

"კორონავირუსმა ყველა ქვეყანაში რომ იფეთქოს, სულ უნდა ჩავიკეტოთ?

მე რაც წავიკითხე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია თვლის რომ მსგავსი ზომები ხშირად უარესს შედეგს იწვევს იმიტომ რომ ადგილზე კონტროლის მოდუნებას იწვევს - არადა, ინფიცირებული შეიძლება კომოდან ჩამოვიდეს. ჩრდილოეთ იტალიაში 100 ინფიცირებულია.

ჯანდაცვის სისტემის შესაბამისი მომზადება არის ერთადერთი უნივერსალური და სწორი გზა.

ეს არ ნიშნავს, რომ კონტროლი არ გაამკაცრო, მაგრამ ეფექტურ კონტროლს ფული სჭირდება, რაც ბუნებრივია არ გვექნება, თუ “ჩავიკეტეთ”," - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები :