• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

"კორონავირუსის გამო, ირანის შემდეგ, საჰაერო მიმოსვლა შესაძლოა იტალიასთანაც შეიზღუდოს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, ახალი კორონავირუსის გამო, პრევენციის თვალსაზრისით, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი.

"მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. ირანთან დაკავშირებით იცით, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ამაზე (იტალიასთან მიმართებით) მიმდინარეობს მსჯელობა, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების რისკი მომატებულია. მისი განმარტებით, საქართველოში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია, თუმცა პრეცენციული ზომები მაინც იზრდება.


თეგები :