• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

"ბევრ ქართველს ჯანმრთელი ჩინელების დაწვაც კი სურდა და ამ დროს, ისევ ქართველებმა შემოიტანეს კორონავირუსი საქართველოში"

საქართველოში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ამ თემას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

“იტალიიდან კიდევ ერთ ჩამოსულ ქართველს დაუდასტურდა კორონა ვირუსი. ჯანმრთელი ჩინელების ცეცხლზე დაწვაც კი სურდა ბევრ ქართველს ვირუსის გამო და ამ დროს (!), როცა ამბობენ არ იმოგზაუროთ იტალიაში, ირანში და ასე შემდეგ, ნორმალურია ეს რაც ხდება?? ფრენა გააუქმეს და მარშუტკით წავიდა სქართველოს მოქალაქე ირანში. დღე და ღამე აცხადებენ, არ გაფრინდეთ იტალიაში (ვინც უკვე წასული იყო, მათ არ ეხებათ ნამდვილად) და საქართველო-იტალიის თვითმფრინავები მაინც ივსება კვირაში რამდენჯერმე (სავარაუდოდ, იაფი ბილეთის გამო). მაგას რა ჰქვია? ხამობა? უპასუხგებლობა? ფეხებზე მკიდიობა? მაშინ დარჩით, თუ შეიძლება მანდ და აქ ნუღა ჩამოხვალთ. ზუსტად ვიცოდი, რომ ისევ ქართველები ჩამოიტანდნენ ვირუსს საქართველოში თავიანთი “სვეცკაობის” გამო…” - წერს ეკო ფანგანი.


თეგები :