• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

ირანში მყოფი ქართველი გოგონა: ველოდები კორონავირუსის გადავლას, რომ საქართველოში ჩამოვიდე. მოგიწოდებთ სხვა ქართველებსაც, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით - დარჩით იქ, სადაც ხართ

ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქე, ანამარია დევიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა ჩაწერა.

ანარამია ამბობს, რომ ირანში სიმშვიდეა.

"ხუთი დღის წინ ვიყავი გარეთ გასული და ფაქტობრივად არაფერი ხდებოდა. სულ რაღაც 5-6 ადამიანი დავინახე პირბადით მოსიარულე და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას. 

ველოდები კორონავირუსის გადავლას, რომ საქართველოში ჩამოვიდე. მოგიწოდებთ სხვა ქართველებსაც, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით - დარჩით იქ სადაც ხართ, რადგან თვითმფრინავიდან და აეროპორტიდან უფრო დიდი ალბათობაა, რომ ვირუსი შეგხვდეთ," - აცხადებს ქართველი გოგონა. 

გოგონამ სოციალურ ქსელში წერილიც გამოაქვეყნა:

"3 კაცი რომ იყო გარდაცვლილი, ირანთან საზღვრის ჩაკეტვაზე წერით თითები დაიმტვრიეს ფეისბუქში.

ახლა იტალიაზე რა ხდება?! ევროპაა და საფრთხეს არ წარმოადგენს ევროპიდან შემოსული ვირუსი თუ რა ხდება?!

პ.ს. კარგად ვარ, საფრთხეში არ არის ჩემი დასახლება, რადგან თეირანის ჩრდილოეთში ვარ და შესაბამისად ასეთ უბნებში ინფიცირების რისკი დაბალია," - წერს ანამარია.

ოფიციალური ინფორმაციით, ირანში COVID-19-მა 34 ადამიანი იმსხვერპლა. დასავლური მედია კი  წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რეალურად, 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო თეირანი ამ სტატისტიკას მალავს.


თეგები :