• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

ირანელი ბიჭი, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან გამოიქცა, კვლავ სოციალური ქსელის ყურადღების ცენტრშია (ფოტო)

სოციალურ ქსელში იმ ახალგაზრდა ირანელი მამაკაცის ფოტო ვრცელდება, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან გამოიქცა.

მამაკაცის ფოტო, სავარაუდოდ, აბასთუმნის კარანტინშია გადაღებული, სადაც ის ცნობილი ინციდენტის შემდეგ გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, ირანის მოქალაქე, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, მედპერსონალის დაუკითხავად, თვითნებურად გამოვიდა გარეთ და ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. მამაკაცი ინტერვიუში აცხადებდა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სრულიად ჯანმრთელია და ქართველ ექიმებს მადლობას უხდიდა. საუბრის დროს, საავადმყოფოდან ორი ქართველი მედდა გამოვიდა და მამაკაცი ძალის გამოყენებით უკან შეაბრუნეს.

ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ინტერნეტ-მომხმარებლები გაამხიარულა. ინციდენტს უცხოური მედიაც გამოეხმაურა. ბრიტანულმა "დეილი მეილიმ" ფაქტს სტატია მიუძღვნა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ მამაკაცმა კარადა გატეხა და მეტალის ნაწილით კარი გააღო, რის შემდეგაც გარეთ გამოიქცა. 

"ეს ბიჭი აბასთუმნიდან პირდაპირ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიიღებს მონაწილეობას," - წერენ ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლები.


თეგები :