• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი 74 წლის ქალია

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კორონაცირუსის გამოწვევებსა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ მთავრობის სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გარდაცვლილი 74 წლის, ქრონიკული დაავადებების მქონე ქალია.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა პერმანენტულ კონტაქტზეა ოჯახთან და დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ ყველა საჭირო პროცედურის მოგვარებაში.

"აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ დიპლომატიური სამსახურები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, შექმნილია ცხელი ხაზი იმისათვის, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად, დაზუსტებული და განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის გარეთ," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


თეგები :