• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პირი წლისთავზე იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის წლისთავზე ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ყველა ადამიანი, რომელიც ამ ღონისძიებას ესწრებოდა თვითიზოლაციაში იმყოფება.

"რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურის მხრიდან და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები :