• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

"როგორც კი აუცილებლობა დადგება, საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებთ"

როგორც კი აუცილებლობა დადგება, საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ   ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, თუკი ამის საჭიროება დადგება, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

"უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგოამრეობით, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას, შემდგომ აღარულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთია აუცილებლობა დადგება და როგრც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვისურის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვტილებას მივიღებთ,- განაცხადა პრემიერმა.


თეგები :