• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

მარინა ენდელაძე: 11 პაციენტს პნევმონია აქვს, 80 წელს გადაცილებული ქალის მდგომარეობა მძიმეა

ახალი პაციენტების შესახებ ინფექციური საავადმყოფოსთვის ცნობილია, თუმცა ისინი ამ კლინიკაში არ არიან მოთავსებულნი. ამის შესახებ ინფექციურის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

რაც შეეხება ინფექციურში მოთავსებულ პაციენტებს, მარინა ენდელაძის განმარტებით, 80 წელს გადაცილებული ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.

ინფექციურში სულ 11 პაციენტს აქვს პნევმონია, მეტ-ნაკლები სიმძიმით.

საერთო ჯამში, სტაციონარში 47 პაციენტია, დადასტურებული 31 შემთხვევით. რაც შეეხება კვლევებს, შესაძლოა, 15 პაციენტის სინჯი აიღონ და ეს კვლევა უკვე ინფექციურ საავადმყოფოში კეთდება.

დღევანდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა.


თეგები :