• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

Eurasianet: საქართველოს მთავრობამ გონივრულად იმოქმედა და საქმე ქვეყნის ჯანდაცვის საუკეთესო სპეციალისტებს მიანდო - ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს, თენგიზ ცერცვაძეს და მარინა ეზუგბაიას

პოპულარული საინფორმაციო პორტალი Eurasianet საქართველოს კორონავირუსზე რეაგირებისთვის აქებს. გამოცემა სტატიას აქვეყნებს სათაურით -  "საქართველოს იშვიათ ტაშს უკრავენ კორონავირუსზე რეაგირებისთვის."

"კორონავირუსთან ერთად, საქართველოში ისეთი რამ მოხდა, რაც ქვეყანას წლების განმავლობაში არ ჰქონია - ნდობა მთავრობის მიმართ. საქართველოში ახალი კორონავირუსის გამოჩენიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 20 მარტისთვის 44-ს მიაღწია ნულოვანი სიკვდილიანობის მაჩვენებლით. ბევრი დამკვირვებლისთვის, თუნდაც დიდი ხნის კრიტიკოსისთვის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობა რაღაცას სწორად აკეთებს: უკან გადგა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს აცადა სიტუაციის სადავეების ხელში აღება...

ყოველივე ეს გონივრულად და დროში გაწერილი ნაბიჯები ხორციელდებოდა იმის შედეგად, რომ მთავრობამ ეს საქმე მიანდო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ერის საუკეთესო სპეციალისტებს: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილეს პაატა იმნაძეს, ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს და ამავე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს მარინა ეზუგბაიას.

ეს ექიმები - განსაკუთრებით ეზუგბაია - მედია-ვარსკვლავებად იქცნენ, რადგან ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ საზოგადოებას თითქმის ყოველი საათის ბოლოს და უახლეს მონაცემებს აჟღერებდნენ არსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათი რაოდენობის, ინფიცირების წყაროს, ვირუსის გავრცელების ტრაექტორიის და ყველაზე საჭირო ქმედებების შესახებ. ეს ხდებოდა სწრაფი განვითარების მქონე სიტუაციის ყოველ ეტაპზე“, - წერს სტატიის ავტორი.


თეგები :