• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

მარინა ეზუგბაია: სამი ახალი ინფიცირებულიდან ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა... მისი კონტაქტები ცნობილია

ახალი სამი ინფიცირებულიდან ერთ-ერთი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

"საქართველოში 47 შემთხვევა დასტურდება. 3 ახალი ინფიცირებულიდან ერთი ჩვენი პაციენტია. ეს არის ესპანეთიდან შემოტანილი შემთხვევა, ის იყო თვითიზოლაციაში, მისი კონტაქტები ცნობილია. დანარჩენი ორის შესახებ მე არაფერი ვიცი. გუშინ გაგზავნილი 21 ტესტიდან ერთი დადებითი პასუხი მივიღეთ, დანარჩენი უარყოფითი აღმოჩნდა. პარალელურად იმ პაციენტებს, ვინც ჩვენთან დაახლოებით 15-16 დღე იმყოფება, პერიოდულად უტარდებათ ტესტირება და, სავარაუდოდ, ძალიან მალე მათთან ნეგატიური პასუხები იქნება. გვყავს 3 პრობლემური პაციენტი, მათ შორის 2 ასაკოვანი და 1 მძიმე პნევმონიით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ვიმედოვნებთ, რომ მათთან დაავადების პროგრესირება არ იქნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა. 


თეგები :