• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

სამი ახალი ინფიცირებულის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

47 შემთხვევიდან 3 ახალი შემთხვევის შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. მათგან ერთი ინფექციურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას, 2 კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

ერთ პირს ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. გორის ჰოსპიტალში მოთავსებული ორი ინფიცირებული კი 25 წლამდე ახალგაზრდები არიან - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. მათგან ერთი იუნკერია. ორივე მათგანს ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, მათ ახალი კორონავირუსის მსუბუქი ფორმები აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ჩამოსვლიდან ამ დრომდე საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ და სხვა ადამიანებთან შემხებლობა არ ჰქონიათ.


თეგები :