• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

"ეს ბიჭი არის საიდი, ჩემი მეგობარი, ლტოლვილი საქართველოში ავღანეთიდან... ქუჩაში ცემეს იმიტომ რომ ჩინელი ეგონათ"

სოციალური ქსელის მომხმარებელი ანი მეტრეველი ამ ინფორმაციას და ფოტოს ავრცელებს:

"ვერ წარმოიდგენთ როგორი გაბრაზებული ვარ! ეს ბიჭი არის საიდი, ჩემი მეგობრი, ლტოლვილი საქართველოში ავღანეთიდან! არც ჩინელი, არც იაპონელი! ხალხო, რამ გაგატყიურათ და გაგაცხოველათ! საერთოდ აზროვნების ან ინტელექტის ნატამალი მაინც თუ დაგრჩათ?! საიდი ცემეს, იმიტომ, რომ ეგონათ ჩინელი ან სხვა ეროვნების პირი, კორონათი დაავადებული! და რომც ყოფილიყო, ძალადობას რა გამართლება აქვს? ყველა ასეთ ადამიანს ვერ გიტანთ!

მეორე პრობლემა კი ისაა, რომ საავადმყოფოში მისულს, ჭრილობები არ დაუმუშავეს და არ შეუკერეს, მიზეზი კი ის იყო, რომ თანხა არ ჰქონდა თან! ესე დასისხლიანებული გამოუშვეს უკან.

P.S. ტაქსის მძღოლმა რომ ორმაგი ტარიფი მოსთხოვა სახლამდე წაყვანაში, იმიტომ რომ ქართველი არაა, ნუ, ეს ახალი თემაა არაა, ისე მიგიწერთ ბარემ შეგნების ამბავში!" - წერს ანი.


თეგები :