• თბილისი
  • 16°C
  • 03 აპრილი, 2020
article

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

"არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი ესპანეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალბატონი. მას ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავდროულად კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება“, - აღნიშნა იმნაძემ.


თეგები :