• თბილისი
  • 6°C
  • 08 აპრილი, 2020
article

"ერთი კვირის წინ გაკვირვებული იყო მსოფლიო, რომ თურქეთში არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდებოდა. ოთხი დღეა ალბათ გამოჩნდა კორონა და გეომეტრიული პროგრესია არაფერია იმასთან, რაც აქ ხდება"

თურქეთში მცხოვრები ქართველი ირმა დანელია ამ წერილს ავრცელებს:

"ერთი კვირის წინ გაკვირვებული იყო მსოფლიო, რომ თურქეთში არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდებოდა. ოთხი დღეა ალბათ გამოჩნდა კორონა და გეომეტრიული პროგრესია არაფერია იმასთან, რაც აქ ხდება და რაც მოხდება მომდევნო ერთ კვირაში. ალბათ გაინტერესებთ რატომ? რელიგიურად მუსულმანები წასულები იყვნენ საუდის არაბეთში მოსალოცად, განსაწმენდად და ნახევრად წმინდანები მობრუნდნენ (ასე სჯერათ). პირველი ნაკადი გამოეპარა მთავრობას... როცა იტალიაში ასეთი ამბავი დატრიალდა, ათი ათასი მორწმუნე, სალოცავიდან მობრუნებული, თურქეთში კარანტინში მოთავსდა. ბალიკესირში ერთი სოფელი ახლა კარანტინშია (სოფელი არ გეგონოთ მცირე მოსახლეობით).

სამ დღეში 21 გარდაცვლილი და 947 ინფიცირებულია. ხვალ გაორმაგებული იქნება. ამდენს რატომ ვწერ?

ჩინეთს რომ თავის დროზე გაემხილა მსოფლიოსთვის, ირანს რომ არჩევნები არ ჩაეტარებინა, იტალიელები რომ კანონს დამორჩილებოდნენ, თურქები რომ განსაწმენდად და ეშმაკისთვის ქვის სასროლად არ წასულიყვნენ, ასე დრამატულად არ განვითარდებოდა სიტუაცია.

ამდენი შეცდომის შედეგი თვალწინ გვაქვს და რამ დაგვაბრმავა ასე?

ჩაატაროს ეკლესიამ წირვა, აკეთოს მან მისი საქმე. შენ რომ მორწმუნე ხარ, რატომ ცდი ღმერთს?! არ გამოსცადო უფალი შენი ხომ წერია... ღმერთმა ამ ხელისუფლებას გონება გაუნათა, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო და გამოიყენეთ. ხომ წერია კეისარს მიეცით კეისრისო...ეს რას ნიშნავს?თუ არა იმას რომ დაემორჩილოთ მომქმედ კანონს?ისიც ხომ წერია ილოცე მოფარებულში, ჩაიკეტე ოთახში და მომიხმე მეო? თან ბევრი სიტყვებიც საჭირო არ არის, მთავარია მომიხმე და მე უფრო ვიცი რაც გჭირდებაო?ჰო და რა გინდა შე გახარებულო...ლოცვას ვინ გიშლის.აქ დისტანცირების პრობლემაა...ვინ გეუბნებათ არ ირწმუნოო...70 წელი თითქმის დაკეტილი იყი ეკლესია მონასტრები. მახსოვს სტუდენტობისას ვინმეს არ უნდა გამოვეჭირეთ. შევდიოდით და პასუხიც გვქონდა მომზადებული...

ახლა რომ კანონს დაემორჩილოთ ამით ეკლესია არანაირად არ იბღალება..აი რომ წახვალთ და ვირუსის სწრაფად გავრცელება რომ მოხდეს მერე?

თვენახევრიან შრომას რატომ უყრით წყალში მედ პერსონალს. ისინი ხომ გმირები არიან მესამე მსოფლიო ომში უხილავ მტერთან.?! 84 წლის ქალბატონი დღესაც ცოცხალია და ერთი სიკვდილიც არ დაუშვიათ... ესეც ხომ გმირობაა, მაშინ როცა ევროპის შუაგულში შერჩევითია ყველაფერი. რატომ გინდათ რომ იგივე დღეში ჩააყენო ჰუმანურზე ჰუმანური სამედიცინო პერსონალი,რომელსაც 6 თვის კუთვნილი ხელფასიც კი არ აუღია ჯერ კიდევ და ისე დგას თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ღმერთს ვთხოვ გაგინათოთ გონება, მოგცეთ უნარი ჭეშმარიტი განსჯის...." - წერს ირმა დანელია.


თეგები :