• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

რამდენიმე პირს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა - საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 600-მდე პირით დასაქმებული კომერციული ობიექტი დახურა

საგამოძიებო სამსახურმა, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით დადგემილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, თბილისში კომერციული ობიექტი დახურა, რომელშიც 600-მდე თანამშრომელი იყო დასაქმებული.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ თბილისში, მესაკუთრეს დაახურინეს კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით, განაგრძობდა მუშაობას. ამასთან, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. შესაბამი უწყებები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ რეაგირებას” - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.


თეგები :