• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

კორონავირუსით დაინფიცირებული ავსტრიელი პაციენტი სპეცრეისით სამშობლოში გაემგზავრა

ბათუმის აეროპორტიდან სპეციალური ავიარეისით ის უცხოელი პაციენტი გაემგზავრა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

ინფიცირებული, ავსტრიის მოქალაქეა და სწორედ ავსტრიამ მოითხოვა დაინფიცირებული პილოტის გადაყვანა. ის საქართველოში 6 დღის წინ ჩამოვიდა და სასტუმრო „ჰილტონში“ ისვენებდა. ცნობილია ყველა ადამიანი, ვისთანაც ავსტრიის მოქალაქეს ჰქონდა კონტაქტი. ათამდე პირი უკვე თვითიზოლაციაში იმყოფება.

აეროპორტში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი სპეციალური მანქანითა და ეკიპირებით მიიყვანეს.


თეგები :