• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ავტობუსებს, მიკროავტობუსებსა და მატარებლებს. ქალაქებს სშორის ავტომანქანებით გადაადგილება არ არის.

საბჭოს რეკომენდაციები ეხება ტაქსებსაც. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურული არ უნდა იყოს. ასევე, მძღოლმა უნდა გადაიყვანოს მაქსიმუმ ორი მგზავრი, რომლებიც მოთავსებული იქნებიან უკანა სავარძელზე დისტანციის დაცვით.

ეს გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა გამოვლინდა.


თეგები :