• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისსა და მარნეულში - ყველა შესასვლელს ჯარი და პოლიცია აკონტროლებს

კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მეოთხე დღე ქვეყანაში. უკვე მეორე დღეა ჩაკეტილია ბოლნისი და მარნეული. მკაცრი კონტროლი ადგილობრივის COVID 19-ით ინფიცირებამ გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ჯარი, რომელიც აკონტროლებს ყველა პირს, ვინც რისკზონად მიჩნეული მუნიციპალიტეტების მიმართულებით მოძრაობს. 

მკაცრი კონტროლი ორივე მხარეს ხორციელდება, რადგან მარნეულში ვირუსის გავრცელების ტემპი არის უკონტროლო, განსაკუთრებული ყურადღება იმ პირებს და სატვირთო ავტომობილებს ექცევა, რომლებსაც მარნეულის დატოვება უწევთ და თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან. 

მარნეულსა და ბოლნისში შეჩერებულია ეკონომიკური საქმიანობა. შეზღუდვა არ ვრცელდება სააფთიაქო და სასურსათო მომარაგებაზე. დისტრიბუტორ კომპანიები, რომლებიც ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში მარაგების შევსებას ცდილობენ, მკაცრ კონტროლს გადიან. 

თბილისიდან მარნეულის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილები, მარნეულის შესასვლეთან არიან გაჩერებულები. მძღოლების ნაწილი ამბობს, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო. ისინი  გზის გასაგრძელებლად სამართალდამცველების ნებართვას ელოდებიან. მძღოლების ნაწილს ჩაკეტილ რაიონში ტვირთის შეტანა სურს, ნაწილი კი ამ გზის გავლით ქვეყნის დატოვებას აპირებს. 


თეგები :