• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

სპეციალისტები საქართველოში კორონავირუსის პიკს 3 კვირაში ელოდებიან

სპეციალისტები საქართველოში კორონავირუსის პიკს 3 კვირაში ელოდებიან. ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ზოგადად პიკი დგება ხოლმე პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 7-8 კვირის შემდეგ. ვინაიდან ახლა არის მეოთხე კვირა, ამიტომ სამ კვირაშია მოსალოდნელი პიკური სიტუაცია.

"სანამ მარნეულის შემთხვევა მოხდებოდა, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მთელ მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა. მეოთხეული გადაცემები უახლოეს პერიოდში ბევრი დაფიქსირდება. მატება მოსალოდნელია, მაგრამ არ მგონია, რომ უახლოეს ერთ კვირაში დრამატული მატება იყოს. რაც შეეხება პიკს, ზოგადად პიკი დგება ხოლმე პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 7-8 კვირის შემდეგ. ახლა არის მეოთხე კვირა, ამიტომ სამ კვირაშია მოსალოდნელია პიკური სიტუაცია. პაციენტების მატება იქნება, თუმცა, თუ ამ დინამიკით და ტემპით წავალთ, ეს იქნება ქვეყნისთვის კარგი და არ გვექნება ძალიან ბევრი მეოთხეული გადაცემა, როდესაც წყარო იქნება უცნობი“, - განმარტა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან 9 პაციენტი განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 235.


თეგები :