• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

კახა კალაძე იტალიელებს: მე, როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენს გვერდით ვდგავარ

კახა კალაძე ინსტაგრამზე პოსტს აქვეყნებს, სადაც იტალიისადმი თანადგომას გამოხატავს.

"სამწუხაროდ, დღეს მსოფლიო მძიმე რეალობის წინაშე დგას. მთელი გულით ვგულშემატკივრობ კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს. ასევე, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, თავდაუზოგავი და გმირული საქმიანობისთვის. ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავ მსოფლიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყნის, იტალიისადმი, რომელიც ჩემი მეორე სახლია.

ეს არის ქვეყანა, რომელმაც უდიდესი სიყვარულით, თანადგომით მიმიღო და მაჩუქა ჩემი ცხოვრების განსაკუთრებული წლები. შესაბამისად, ჩემთვის კიდევ უფრო გულსატკენია იმის ნახვა, თუ როგორ იტანჯება დღეს იტალია, როგორც თბილისის მერი და როგორც ერთი მილანელი ბიჭი, თქვენ გვერდით ვდგავარ, ქართველ ხალხთან ერთად. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ერთად და ძლიერად ვიდგეთ.

სწორედ ამ პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, თბილისის სიმბოლო - ანძა, გავანათეთ იტალიის დროშის ფერებში. იტალია, თქვენთან ვართ და ამ გასაჭირს ერთად გადავიტანთ! თავს გაუფრთხილდით! #FORZA ITALIA“, - ნათქვამია თბილისის მერის instagram-ზე.


თეგები :