
"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ლარის კურსის დევალვაციამ ნაკლებ მტკივნეულად დაარტყას საქართველოს მოსახლეობას"
- "პრესა.ჯი"
- 01:03 26.03.2020
ლარის კურსი არის დიდი გამოწვევა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მთლიანად მსოფლიო ეკონომიკა და ფინანსური ბაზრები კრიზისშია.
"ძალიან ბევრი ქვეყნის ეროვნული ვალუტა უფასურდება. ეს არის რა თქმა უნდა პანიკური განწყობის ზეგავლენით, რადგან პანდემიაა - საფრთხე, რომლის წინაშე მთელი მსოფლიო დგას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ლარის კურსის დევალვაციამ ნაკლებ მტკივნეულად დაარტყას საქართველოს მოსახლეობას“, - აღნიშნა მინისტრმა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4576 ლარია.