• თბილისი
  • 25°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

თურქი ინტერნეტ-მომხმარებელი: ეს საქართველოა. შეძლებული ადამიანები ტოვებენ საჭმელს გაჭირვებული ოჯახებისთვის... ეს ხალხი თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობს და არა ჩვენს მეზობლად

თურქი ინტერნეტ-მომხმარებელი უღურ დენიზ აზიზოღლუ სოციალურ ქსელში ამ ფოტოს და წერილს ავრცელებს:

"ეს საქართველოა.

უფრო შეძლებული ადამიანები ყიდულობენ საჭმელს და მოაქვთ აქ იმათთვის, ვისაც თავად არ აქვს ამის საშუალება.

არც თვითრეკლამა, არც ჟურნალისტების არმია, არც - სარგებელი.

ისინი ჩუმად ტოვებენ და მიდიან. შემდეგ კი გაჭირვებული ოჯახები ასევე ჩუმად იღებენ ამ ჩანთებს საკვებით, რომელიც მათ სჭირდებათ.

ეს ხალხი თითქის სხვა პლანეტაზე ცხოვრობს და არა ჩვენს მეზობლად," - წერს ინტერნეტ-მომხმარებელი.


თეგები :