• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

"მარნეულიდან გადაყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა"

მარნეულიდან გადაყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

"მძიმეა პაციენტის მდგომარეობა, მაგრამ აი დღეს განხილვა გვქონდა, იქიდან ჩამოვდივარ, პარამეტრები მცირედ გაუმჯობესდა. ისევ ისე აპარატზეა, მოხსნა ვერ ხერხდება ჯერჯერობით“, - აღნიშნა ტურძელაძემ.

ტურძელაძემ ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გადაყვანილ სამხედროებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 4 მათგანის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ სიცხე არ აქვთ. თუმცა მეხუთეს პნევმონია აქვს და ის ცალკე პალატაშია გადაყვანილი. სამხედროებს, რომლებიც მარნეულის შესასვლელთან ახორციელებდნენ პატრულირებას, კორონავირუსზე ტესტს დღის განმავლობაში ჩაუტარებენ.


თეგები :