• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

Samsung Galaxy-ს უახლესი სმარტფონები ონლაინ იყიდება

13 მარტიდან Samsung-ის ახალი, ყველაზე სახელოვანი S სერიის სმარტფონები Galaxy S20, S20+  და ყველაზე განსაკუთრებული Galaxy S20 Ultra ოფიციალურად უკვე იყიდება. ასევე,  იყიდება, თუმცა შეზღუდული რაოდენობით,  სამსუნგის ინოვაციური დრეკადი ეკრანით აღჭურვილი  დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip.  მომხმარებელმა 2020-ის პირველივე კვარტალიდან დაინახა სმარტფონების ინდუსტრიის ფავორიტები. 

Galaxy S20 Ultra წარმოგვიდგენს ყველაფერს, რისი შემოთავაზებაც წელს Samsung-ს შეუძლია. სმარტფონში წარმოდგენილია ყველა ის გადაწყვეტილება, რითაც სამსუნგი ამაყობს: ინდუსტრიაში საუკეთესო 6.9 9-ინჩიანი 120 120-ჰერციანი დინამიკური AMOLED ეკრანი, გიგანტური ზომის 5,000 mAh ელემენტი და 108 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, რომელსაც შეუძლია 8K ფორმატში შეუძლია ვიდეოს გადაღება, ან თქვენი სმარტფონის ჩვეულებრივ ტელესკოპად ქცევა Space Zoom ფუნქციის დახმარებით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, 100-ჯერ მოაახლოვოთ გამოსახულება. ეს მოდელი ნამდვილი მაქსიმალისტებისთვის არის შექმნილი.

ცალკე სასაუბრო თემაა ულტრას უმცროსი მოდელები. აქ კომპანიამ აქცენტი შედარებით პატარა ზომის ეკრანებზე  გააკეთა. ყველა სმარტფონს აქვს საკმაოდ მძლავრი მახასიათებლები, როგორიცაა ეკრანის განახლების 120 ჰერციანი მაჩვენებელი, მრავალკამერიანი სეთაფი, ახალი Exynos 990-ის პროცესორი, რაც Samsung-ის პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად მათ მსოფლიოში უსწრაფეს მოწყობილობებად აქცევს.

პარალელურ რეჟიმში, Galaxy Fold-ის მერე Samsung-მა უკვე ახლახანს წარმოადგინა Galaxy Z Flip, რომელიც თამამად შეგვიძლია მოვნათლოთ დასაკეცი სმარტფონების მეორე თაობის ღირსეულ წარმომადგენლად. მას აქვს განსხვავებული, მეტად საინტერესო ფორმ-ფაქტურა და ყველაფერთან ერთად ფლაგმანური მახასიათებლები. სმარტფონმა ნამდვილი ჰაიპი გამოიწვია მომხმარებლებში.

Galaxy-ის ახალი ხაზის სმარტფონების შესაძენა, არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ, სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიების ვებ-გვერდებზე. 

აქვე გვინდა შეგახსენოთ რომ, სმარტფონების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია აქვს ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. მოქმედებს უსაზღვრო ეკრანის უსაზღვრო გარნარანტია , რომელიც საშუალებას მოგცემთ, უფასოდ შეცვალოთ დაზიანებული ეკრანი სამსუნგის ოფიციალურ სერვის ცენტრში. ასევე,  სმარტფონის დაზიანების შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებიან მხოლოდ სერთიფიცირებული სერტიფიცირებული ტექნიკოსები და მწყობრიდან გამოსული ნაწილები ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით. ოფიციალურ მოწყობილობებზე თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ოფიციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპლიკაციაზე.   ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ, შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. 

დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს! 


თეგები :