• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

დაავადებათა კონტროლის რისკებზე მზადყოფნის და რეაგირების სამსახურის უფროსი კლასტერის მნიშვნელობას განმარტავს

რას მოიაზრებს კლასტერი და რამდენი ტიპის კლასტერი შეიძლება არსებობდეს - განმარტება დაავადებათა კონტროლის რისკებზე მზადყოფნის და რეაგირების სამსახურის უფროსმა ანა კასრაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ საერთო ისტორია ან იმყოფებოდნენ ერთად მოგზაურობაში, სადაც შესაძლებელი იყო ერთი პირისგან დაინფიცირებულიყვნენ.

"77 დადასტურებული შემთხვევაა უკვე, ჯერჯერობით გვაქვს შემთხვევების მატება. ჩვენ არ გვაქვს ფართომასშტაბიანი გავრცელება. ეპიდემიოლოგები სიტყვა კლასტერს ძალიან ხშირად ვიყენებთ, კლასტერში ვგულისხმობთ ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც ჰქონდათ საერთო ექსპოზიცია. მაგალითად ჯგუფი, რომლებიც მოგზაურობაში იმყოფებოდნენ ერთად ან ჯგუფი თუ იყო სადმე ერთად, სადაც იყო ერთი ინფიცირების წყარო. კლასტერი ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომლებსაც ჰქონდათ საერთო რისკის ფაქტორი,"- განმარტა ანა კასრაძემ.


თეგები :