• თბილისი
  • 17°C
  • 05 აპრილი, 2020
article

მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო დადგენილია, ის მისივე ოჯახის წევრია - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო დადგენილია:

"შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს, კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ ინფიცირების წყარო არის მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან, ჯერ-ჯერობით მარნეულის რაიონში ჩვენ არ გვაქვს ვირუსის ფართო გავრცელება, იმიტომ რომ ყველა ვინც არის დადებითი, ყველა უკავშირდება ახლო ოჯახურ კონტაქტებს ამ ქალბატონის,"- განაცხადა პაატა იმნაძემ, მისი თქმით, გაკეთდება გენეტიკური ანალიზი, როდის მოხვდა ეს ვირუსი ამ ადამიანთან და ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა.


თეგები :