• თბილისი
  • 13°C
  • 02 აპრილი, 2020
article

"მარნეულიდან გადმოყვანილი ორსული ქალი დაინფიცირებული 62 წლის პაციენტის ახლო ნათესავია"

ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 79 პაციენტი, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა არის საყურადღებო: ეს არის ორსული ქალი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარძის თქმით, ქალის ახლო კონტაქტების მოკვლევა მარნეულში კვლავ გრძელდება.

"ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ მარნეულში, გამოკვლევა მიმართულია ამ ქალის ახლო კონტაქტებისა და ნათესავების მიმართ. შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა დაადგინეს COVID-19-ის ინფექცია და ის გადმოყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ექიმები ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები :