• თბილისი
  • 28°C
  • 06 ივნისი, 2020
article

რომანოვების სირიტუალო ღონისძიებაზე ცნობილი ქართველი მომღერლები დაინფიცირდნენ

რომანოვების სარიტუალო ღონისძიებაზე ცნობილი ქართველი მომღერლები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხი” ავრცელებს.

როგორც ირკვევა, სასტუმრო “ვინოტელში” კორონავირუსით დაინფიცირებულები 59 და 62 წლის ქალები არიან. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაინფიცირებულმა პაციენტებმა, საავადმყოფოს მას შემდეგ მიმართეს, როცა გაირკვა, რომ სარიტუალო სუფრის წევრებს კორონავირუსი დაუდგინდა.

“სუფრასთან შეხება არ გვქონია საერთოდ, სუფრა იყო დღისით, ჩვენ ვიყავით 9-დან 10 სთ-მდე. მაგრამ ერთი საათი არც ვყოფილვართ, 15 წუთიანი შეხება მქონდა. არავის შეუტყობინებია. ჩვენ თვითონ გამოვიძახეთ სასწრაფო. თავს კარგად ვგრძნობ, მშვენივრად ვარ," - აცხადებს ერთ-ერთი ინფიცირებული მომღერალი “მთავარ არხთან” საუბრისას.


თეგები :