• თბილისი
  • 28°C
  • 06 ივნისი, 2020
article

კორონავირუსის გავრცელება ქვეყნების მიხედვით - რა მდგომარეობაა ამ დროისათვის მსოფლიოსა და საქართველოში?

worldometers-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების საერთო რაოდენობა - 597,263 ადამიანი დაფიქსირდა. მათგან გარდაცვლილია 27,365, ხოლო გამოჯანმრთელებული - 133,363.

ქვეყნების მიხედვით ასეთი სურათია. პირველი სამეული, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, ასე გამოიყურება:

1. ამერიკის შეერთებული შტატები - დაინფიცირებული 104,205 ადამიანი, გარდაცვლილი - 1,701, გამოჯანმრთელებული - 2,525.

2. იტალია - დაინფიცირებული - 86,498, გარდაცვლილი - 9,134, გამოჯანმრთელებული - 10,950.

3. ჩინეთი - დაინფიცირებული - 81,394, გარდაცვლილი - 3,295, გამოჯანმრთელებული - 74,971.

მძიმე მდგომარეობაა ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთშიც.

ესპანეთში ინფიცირებულის საერთო რაოდენობამ 65,719 ადამიანი შეადგინა. მათგან დაიღუპა 5,138, გაამოჯანმრთელდა - 51,224. გერმანიაში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 50,871 ადამიანის, დაიღუპა - 351, გამოჯანმრთელდა - 6,658. საფრანგეთში კი ასეთი სურათია: საერთო რაოდენობა - 32,964, გარდაცვლილი - 1,995, გამოჯანმრთელებული - 5,700.

საქართველოს მეზობელი ქვეყნების მონაცემები ასე გამოიყურება: რუსეთი - საერთო რაოდენობა - 1,036, დაღუპული - 4, გამოჯანმრთელებული - 45. სომხეთი - საერთო რაოდენობა - 329, დაღუპული - 1, გამოჯანმრთელებული - 28. აზერბაიჯანი - საერთო რაოდენობა - 165, დაღუპული - 3, გამოჯანმრთელებული - 15. თურქეთი - საერთო რაოდენობა - 5,698, გარდაცვლილი - 92, გამოჯანმრთელებული - 42.

არსებობს ეჭვი, რომ რუსეთი თავის რეალურ მონაცემებს მალავს და ინფიცირებულების რიცხვი გაცილებით მაღალია.

ირანში ინფიცირების და დაღუპულების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ქვეყანაში ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 32,332-ია, მათგან დაიღუპა - 2,378, გამოჯანმრთელდა - 11,133.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების საერთო რაოდენობა 83-ია. მათგან გამოჯანმრთელდა - 14. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში ისვენებდნენ, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩავიდნენ. ცხინვალის რეგიონის მონაცემები კი ამ დროისათვის არ არსებობს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრიის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველო ცდილობს ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობას დაეხმაროს.


თეგები :