• თბილისი
  • 8°C
  • 04 დეკემბერი, 2020
article

"არ ვიცი, რა იქნება... ექიმები ვერაფერს მეუბნებიან, წამალი არ არსებობს, მხოლოდ პარაცეტამოლს ვსვამ" - ქართველ მამაკაცს, რომელმაც 9 წლის შვილი შვეიცარიაში სამკურნალოდ წაიყვანა, კორონავირუსი დაუდასტურდა

39 წლის ქართველ მამაკაცს, რომელმაც ერთი წლის წინ, 9 წლის ქალიშვილი შვეიცარიაში სამკურნალოდ წაიყვანა, კორონავირუსი 18 მარტს დაუდასტურდა.

"მთელი თებერვალი, მარტის ნახევრამდე იზოლაციაში ვიმყოფებოდი. ფაქტობრივად, არსად გავდიოდი. მარტო ბავშვი დამყავდა სკოლაში და პროდუქტების საყიდლად მაღაზიაში მივდიოდი. მაგრამ 18 მარტს თავი შეუძლოდ ვიგრძენი. მივედი კონსულტაციაზე, გამიკეთეს კორონავირუსზე ტესტი და დამიდასტურდა. პირველი სამი დღე ყველაფერი ისე მტკიოდა, რომ საწოლზე უბრალოდ ვიწექი. მარტო წყალს ვსვამდი. გაუფრთხილდით ერთმანეთს, ყველასთვის რთულია ახალგაზრდისთვისაც და მოხუცისთვისაც. არავინ თქვას, ახალგაზრდას არაფერი ემართებაო. ბევრი ახალგაზრდა მიდის ამ დაავადებით.

მერვე დღეს უფრო მეტად გამირთულდა, ისეთი ხველა მქონდა, მთელი ღამეები ვიჯექი და ვერ ვსუნთქავდი. აღმოვჩნდი რეანიმაციაში. გუშინ მომხსნეს ჟანგბადი. როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერჯერობით, არ ვიცი. პასუხს ვერ მეუბნებიან თავად ექიმებიც კი. ამის შესახებ არანაირი მედიცინა არ არსებობს. არ ვიცი საქართვლოში რა არის. სხვა ქვეყნებში წამალი არ არსებობს, ერთი პარაცეტამოლია და ბევრი წყალი უნდა სვა," - ამბობს ქართველი ემიგრანტი ვიდეოში.


თეგები :